ვიქტორინის “მელომანია” ჩატარების წესები
აღნიშნული რეგლამენტი განმარტავს ვიქტორინის „მელომანია“ ჩატარების პრინციპს ხმოვანი ზარების საშუალებით და ასევე განსაზღვრავს ამ კონკურსის ჩატარების პროცედურას და მონაწილეობის წესებს.
მუხლი 1 – ზოგადი პირობები
შპს “Unifun FZ LLC”, შემდგომში მოხსენიებული, როგორც ”პროვაიდერი”, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კაზიმ ერარსლანის სახით, რომელიც მოქმედებს წესდების საფუძველზე, და შპს ”ვიონი საქართველო”, რომელიც შეიქმნა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის ლაშა ტაბიძის სახით, შემდგომში მოხსენებული, როგორც ”ოპერატორი”.
1.1 ვიქტორინის ხანგრძლივობა “მელომანია” (შემდგომში – ვიქტორინა) ერთი კალენდარული თვეა, ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით. ვიქტორინის დაწყების თარიღი – ივნისი 2021 წ.
1.2 ვიქტორინა ტარდება მხოლოდ მობილური ქსელის ოპერატორის “ვიონ საქართველოს” აბონენტებისთვის.
1.3 ვიქტორინა არის გასართობი ხასიათის სერვისი, რომელიც აბონენტებს საშუალებას აძლევს 222 და 2222 ნომერზე დარეკვით შეამოწმონ მათი ერუდიცია მუსიკალური კომპოზიციების შემსრულებლების ამოცნობით.
1.4 ვიქტორინა არ არის ლატარია, წამახალისებელი ლატარია ან სხვა რისკზე დაფუძნებული აზარტული თამაში, რადგან ვიქტორინის საპრიზო ფონდი არ არის დაფუძნებული შემთხვევითობის პრინციპზე.
1.5 ვიქტორინაში მონაწილეობა ხორციელდება მობილური ტელეფონის ოპერატორის აბონენტების მიერ ხმოვანი ზარის საშუალებით.
1.6 ვიქტორინაში ზარების განსახორციელებლად აბონენტმა უნდა დარეკოს არსებულ მოკლე ნომრებზე – 222 და 2222.
- წუთის ღირებულება მოკლე ნომერზე 222 შეადგენს 0,00 ლარს
- წუთის ღირებულება მოკლე ნომერზე 2222 შეადგენს 1 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)
1.7 ვიქტორინაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ადასტურებს იმას, რომ მონაწილე გაეცნო, გაიაზრა და ეთანხმება ამ დებულების ყველა პირობას.
1.8 ზარების საერთო ხანგრძლივობა დღეში თითოეული მონაწილისთვის შეზღუდულია დღიური ლიმიტით.
- მოკლე ნომერი 222 – 60 წუთი/დღეში
- მოკლე ნომერი 2222 – შეზღუდვები არ არის.
მუხლი 2 – რეგლამენტის განსაზღვრა
2.1 პროვაიდერი – კომპანია, რომელიც ატარებს ვიქტორინას ოპერატორთან შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე
2.2 ვიქტორინა – თამაში, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ მონაწილეთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ყოველგვარი მინიშნებისა და დამატებითი ინფორმაციის გარეშე, რომელიც ტარდება ხმოვანი ზარების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ქსელის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა უპასუხონ ვიქტორინის სხვადასხვა შეკითხვას, შეაგროვონ ქულები და მოიგონ პრიზები.
2.3 ვიქტორინის მონაწილე – 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ქმედუნარიანი პიროვნება, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, არის შპს „ვიონი საქართველო“-ს ქსელის აბონენტი, რომელმაც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს ვიქტორინაში.
2.4 ვიქტორინის ზარი – აბონენტის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო ზარი შპს “ვიონ საქართველოს” ქსელში 222 და 2222 ნომერზე.
2.5 სერვისის გამოწერა – ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება დღიური გადასახადით 0,25 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. პირველად ჩართვის დროს გათვალისწინებულია ვიქტორინაში მონაწილეობის უფასო პერიოდი – 72 საათი. უფასო პერიოდის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად იწყება ფასიანი მომსახურება.
2.6 ქულები – ვირტუალური ერთეულები, რომელიც ჩაირიცხება აბონენტის ვირტუალურ ანგარიშზე, განსაზღვრული GSM ტელეფონის ნომრით. ამ ვირტუალური ანგარიშის ერთადერთი მაჩვენებელია GSM ტელეფონის ნომერი, საიდანაც სატელეფონო ხმოვანი ზარები განხორციელდება მოკლე ნომრებზე 222 და 2222 ვიქტორინის მსვლელობის პერიოდში.
2.7 ვიქტორინის კითხვა – კითხვა, რომელიც აბონენტს გადაეცემა განსახილველად 222 და 2222 ნომრებზე დარეკვით ვიქტორინის მიმდინარეობის პერიოდში.
2.8 ვიქტორინის პასუხი – ვიქტორინის კითხვაზე გასაცემი პასუხების რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც სთავაზობენ აბონენტს მოკლე ნომერზე 222 და 2222 დარეკვის დროს. აბონენტისათვის შეთავაზებული პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი რეგისტრირებულია, როგორც სწორი. შეთავაზებული პასუხის ნებისმიერი ვარიანტის არჩევის შემდეგ აბონენტს ეცნობება, რომ მან აირჩია სწორი ან არასწორი პასუხი ვიქტორინაში მონაწილეობის პროცესში.
2.9 ვიქტორინის გამარჯვებული (ვიქტორინის “მელომანია” თვის გამარჯვებული) – ვიქტორინის მონაწილე, რომელიც ასრულებს მოქმედებებს რეგლამენტით დადგენილი პირობების შესაბამისად და თანმიმდევრობით, რომელმაც შეაგროვა ქულების ყველაზე მეტი რაოდენობა ვიქტორინის მიმდინარეობის პერიოდში.
2.10 დღის გამარჯვებული (ვიქტორინას “მელომანია” მიმდინარე დღის გამარჯვებული) – ვიქტორინის მონაწილე, რომელიც მოქმედებს ამ რეგლამენტით დადგენილი პირობების შესაბამისად და თანმიმდევრობით, რომელმაც ერთ დღეში დააგროვა ყველაზე მეტი ქულა ვიქტორინის მიმდინარეობის პერიოდში.
2.11 კალენდარული პერიოდი – კალენდარული თვე.
2.12 ყოველდღიური ლიმიტი – პროვაიდერის მიერ დადგენილი ლიმიტი ვიქტორინის თითოეული მონაწილისთვის მოკლე ნომრებზე ზარების ყოველდღიური ხანგრძლივობის შესახებ, რომელიც შეადგენს:
- მოკლე ნომერი 222 – 60 წუთი/დღეში
- მოკლე ნომერი 2222 – შეზღუდვები არ არის
მუხლი 3 – ვიქტორინის ჩატარების პროცედურა
3.1 ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად აბონენტმა უნდა გაააქტიუროს მომსახურება “მელომანია”. აქტივაცია შესაძლებელია განხორციელდეს მოკლე უფასო ნომერზე 222 ან ფასიან ნომერზე 2222 დარეკვით შესაბამისი ინსტრუქციით.
3.2 მომსახურების გამოწერის ღირებულებაა 0,25 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) დღეში.
3.3 მომსახურების გამოსართავად აბონენტმა უნდა დარეკოს ნომერზე 222, ხმოვან მენიუში უნდა აირჩიოს მომსახურების მართვა და გამორთოს მომსახურება, ან აკრიფოს *222*1#OK.
3.4 ვიქტორინა მოიცავს ორ ტურნირს – სტანდარტულსა და ბონუსურს, რომლებიც ტარდება ვიქტორინის შესაბამის ნომრებზე: უფასო ნომერზე 222 და ფასიან ნომერზე 2222. აბონენტს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ტურნირში.
3.5 სტანდარტულ ნომერზე – 222 დარეკვით და “მელომანიას” გააქტიურებით აბონენტი უსმენს მელოდიების ფრაგმენტებს. აბონენტის ამოცანაა, იხელმძღვანელოს საკუთარი ცოდნით, მიუთითოს შემსრულებელი ტელეფონის შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ვიქტორინის ნომერზე – 222 ზარის ღირებულებაა 0,00 ლარი. სწორი პასუხისთვის მონაწილე იღებს 5 (ხუთ) ქულას. ქულების დარიცხვის ალგორითმი ყველა მონაწილისთვის ერთი და იგივეა.
3.6 ვიქტორინის ბონუს ნომერზე – 2222 დარეკვით და” სერვისის აქტივაციით, აბონენტი უსმენს მელოდიების ფრაგმენტებს. აბონენტის ამოცანაა, იხელმძღვანელოს საკუთარი ცოდნით, მიუთითოს შემსრულებელი ტელეფონის შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ვიქტორინის ნომერზე – 2222 ზარის ღირებულებაა – 1 ლარი წუთში. სწორი პასუხისთვის მონაწილე იღებს 50 (ორმოცდაათ) ქულას. ქულების დარიცხვის ალგორითმი ყველა მონაწილისთვის ერთი და იგივეა.
3.7 ვიქტორინის მონაწილეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საკუთარ ვირტუალურ ანგარიშზე ჩარიცხული ქულების შესახებ ნომერზე – 222 დარეკვით მთავარ მენიუში მე -3 პუნქტის არჩევით.
მუხლი 4 – გამარჯვებულის გამოვლენა და პრიზების გაცემა
4.1 ვიქტორინაში გამარჯვებულების განსაზღვრისას, გამოიყენება ობიექტური მონაცემები ვიქტორინის სწორი პასუხებისთვის მონაწილეთა მიერ მიღებული ქულების რაოდენობის შესახებ, რომლებიც ინახება პროვაიდერის პლატფორმაზე. გამარჯვებულთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპი ვიქტორინაში არ გამოიყენება.
4.2 ვიქტორინაში გამარჯვებულად მიიჩნევიან ის მონაწილეები, რომლებმაც ვიქტორინის მიმდინარეობის პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში შეაგროვეს ყველაზე მეტი ქულა და რომლებსაც ქულების გამოთვლისა და გამარჯვებულის გამოვლენის დროისათვის აქვთ გამოწერილი ვიქტორინა “მელომანიის” სერვისი. თუ რამოდენიმე აბონენტმა დააგროვა ერთი და იგივე რაოდენობის ქულა, გამარჯვებული იქნება ის აბონენტი, რომელმაც ქულები ნაკლებ დროში დააგროვა (ითვლება აბონენტის პირველი პასუხიდან ბოლო პასუხამდე დახარჯული დრო). ვიქტორინის “მელომანია” სერვისის გამოწერის გამორთვისას ყველა ქულა ავტომატურად უქმდება.
4.3 ვიქტორინის “მელომანია” მიმდინარე დღის გამარჯვებულის განსაზღვრა ხდება ყოველდღიურად, ვიქტორინის მიმდინარეობის დროს, 23:59:59 საათზე.
- ყოველდღიური პრიზი არ თამაშდება ყოველი თვის ბოლო რიცხვში.
- მიმდინარე დღის გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ქულა და რომელიც ქულების დათვლის დროს არის ვიქტორინის “მელომანია” სერვისის აქტიური გამომწერი, გამარჯვებულის გამოვლენის დღეს, 23:59:59 საათზე.
- მიმდინარე დღის გამარჯვებული იღებს საჩუქარს – 30 ლარს მობილური ტელეფონის ბალანსზე.
- დღის განმავლობაში მიღებული ქულები არ ნულდება, ითვლება თვის მთლიან ქულებთან ერთად.
4.4 ვიქტორინის “მელომანია” თვის გამარჯვებულის განსაზღვრა ხორციელდება თვის ყოველი ბოლო კალენდარული დღის შედეგების მიხედვით ვიქტორინის დაწყების დღიდან 23:59:59 საათამდე.
- გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომელმაც კალენდარული პერიოდის შედეგების მიხედვით დააგროვა ქულების ყველაზე მეტი რაოდენობა და რომელსაც გამარჯვებულის განსაზღვრის დღეს 23:59:59 აქვს აქტიური მომსახურება ვიქტორინა „მელომანია“.
- თვის გამარჯვებული იღებს პრიზს: სმარტფონს (პრემიის მწარმოებელი და მოდელი დადგენილია წინასწარ, ყოველი თვის დასაწყისში. ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე https://ge.unifun.com).
ივნისი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A51
ივლისი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A51
აგვისტო 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
სექტემბერი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ოქტომბერი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ნოემბერი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
დეკემბერი 2021 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
იანვარი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
თებერვალი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
მარტი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
აპრილი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
მაისი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ივნისი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ივლისი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
აგვისტო 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
სექტემბერი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ოქტომბერი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A52
ნოემბერი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A53
დეკემბერი 2022 – თვის პრიზი Samsung Galaxy A53
იანვარი 2023 – თვის პრიზი Samsung Galaxy A53
თებერვალი 2023 – თვის პრიზი Samsung Galaxy A53
მარტი 2023 – თვის პრიზი Samsung Galaxy A53
აპრილი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
მაისი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
ივნისი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
ივლისი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
აგვისტო 2023 – თვის პრიზი iPhone 13
სექტემბერი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
ოქტომბერი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
ნოემბერი 2023 – თვის პრიზი iPhone 13
4.5 ერთი და იგივე აბონენტს შეუძლია გახდეს დღის გამარჯვებული და თვის გამარჯვებული ერთი თვის ფარგლებში. ვიქტორინის მსვლელობის პერიოდში მონაწილე შეიძლება აღიარებული იქნას ვიქტორინაში გამარჯვებულად და მოიგოს:
- ყოველდღიური პრიზი – არა უმეტეს ერთხელ 30 დღის განმავლობაში
- ყოველთვიური პრიზი – არა უმეტეს ერთხელ 6 თვის განმავლობაში.
4.6 დღის პრიზი გაიცემა 5 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ კალენდარული დღეების მიხედვით, რომლის განმავლობაშიც გაიმართა გათამაშება. პრიზის გაცემა ხდება გამარჯვებულის მობილურ ბალანსზე თანხის დარიცხვით.
4.7 თვის პრიზი გაიცემა 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ კალენდარული დღეების მიხედვით, რომლის განმავლობაშიც გაიმართა გათამაშება. პრიზის გაცემა ხდება იმ პირობით, თუ გამარჯვებული წარადგენს პირადობის მოწმობას და თუ ნომერი მის სახელზეა გაფორმებული. ყოველთვიური პრიზის გაცემა ფულადი სახით არ ხდება. პრიზი გაიცემა ცელფის ერთ-ერთ ოფისში. თარიღი, დრო და ოფისის მისამართი, სადაც გაიცემა პრიზი, წინასწარ თანხმდება გამარჯვებულთან. პრიზი არ გაიცემა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
მუხლი 5 – შეზღუდვები
5.1 ვიქოტრინაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ თანამშრომლებსა და პროვაიდერის წარმომადგენლებს. ასევე, ოპერატორს და იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ ვიქტორინის ჩატარებას. ასევე, ამ თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და კომპანიის წარმომადგენლებს.
5.2 ვიქტორინის მსვლელობისას მონაწილეებს ეკრძალებათ:
- გამოიყენონ ნებისმიერი მოწყობილობა, გარდა ოპერატორის სიმ ბარათის მქონე სააბონენტო მოწყობილობისა, რომელიც არის მობილური ტელეფონი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “მობილური ტელეფონი”).
- გამოიყენონ ნებისმიერი პროგრამული საშუალება, მათ შორის მობილურ ტელეფონში დაინსტალირებული, გარდა პროვაიდერის მიერ შემუშავებული პროგრამისა.
- გამოიყენონ პროვაიდერის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ვიქტორინაში მონაწილეობისთვის, გარდაქმნილი ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პროგრამის კოდექსში ჩარევით.
- გამოიყენონ ვიქტორინაში მონაწილეობის პროცესის ავტომატიზაციის ნებისმიერი სხვა მეთოდი და საშუალება, რომელიც განისაზღვრება ტექნიკური სისტემის მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოყენებულია პროვაიდერის მიერ ვიქტორინის დოკუმენტირებისთვის. ტექნიკური სისტემის მონაცემები მიიჩნევა საბოლოოდ და არ ექვემდებარება დავას მონაწილის მხრიდან. ვიქტორინაში მონაწილეობის ავტომატიზაციის ნიშნებია პასუხების სიხშირის გამოვლენის კანონზომიერება, კითხვაზე პასუხის გაგზავნა 5 წამზე ნაკლებ დროში და სხვა ნიშნები.
5.3 მონაწილეებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, არ აქვთ ვიქტორინაში მონაწილეობის და პრიზების მიღების უფლება.
მუხლი 6 – სატელეფონო კავშირის ოპერატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1 სატელეფონო კავშირის ოპერატორი არ არის ვიქტორინის ორგანიზატორი და არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის ქმედებაზე, ასევე ამ ქმედებების ნებისმიერ შედეგზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია მესამე პირებთან.
6.2 მოკლე ნომერზე 222 ან 2222 დარეკვით მონაწილე უფლებამოსილებას აძლევს ოპერატორს და ადასტურებს მის თანხმობას მიაწოდოს ოპერატორს მონაწილის პირადი ინფორმაცია, კერძოდ: ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც განხორციელდა ზარი, აგრეთვე მისი ჩატარების თარიღი და დრო.
6.3 ვიქტორინაში მონაწილეობა აბონენტის ნებაყოფლობითი ქმედებაა. მონაწილე იღებს პასუხისმგებლობას ვიქტორინაში მონაწილეობის ნებისმიერ შედეგზე.
6.4 ყველა კითხვა და პრეტენზია ვიქტორინის ჩატარებასთან დაკავშირებით იგზავნება პროვაიდერთან ანუ უნიფანთან.
6.5 ოპერატორი იძლევა ხმოვანი ზარების განხორციელების საშუალებას მხოლოდ ოპერატორის ქსელის დაფარვის ფარგლებში.
6.6 ვიქტორინაში მონაწილეობით, მონაწილე ადასტურებს ოპერატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობების მიღებას.